суббота, 27 марта 2010 г.

ქალს რა აბნევს ან რა ავნებს?

ის ხან ზღვასაც ცრემლით ავსებს,

ის კლდეებს სიტყვით ანგრევს

ხან მომავლის დამწერს აბნევს..



ხან მარტოა, მარტოობა უხდება

მარტოობით მისი შიში ხუნდება

ხან ალერსი, მოფერება უნდება

მერე ვნება მონატრებაც სრულდება!



ხან ჩუმია, გაკვირდება გიყურებს.

ხან გეხება ფარულს სურვის ისრულებს,

ხან თბილია გეფერება თმებზე ნაზად,

მისი წყენა არ გაივლო თავში აზრად.



დაგაჩოქებს თუ მოუნდა, დაგიმონებს მარად

თავს გასწირავ და დაიდებს სხვის სიცოცხლეს ვალად

გმირად მოვა ქალბატონი პატრიოტებს დასცინებს

ვიღაც იტყვის ქალიაო ეს კი სასჯელს აცილებს



მაგრამ ვინ გვყავს მათზე კარგი,

მათზე ლაღი, მათზე ნაზი,

ვინ არს ჩვენთვის სულის ქნარი?

მხოლოდ ქალი, მხოლოდ ქალი..

Комментариев нет:

Отправить комментарий